მეუფე იაკობი: სხვებს ლეიბზე წამოწოლილებს, ხალხის გარეშე გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო

“მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და „ქრისტეს ლაშქარს მიუძღვებოდა“.

„მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო და 87 წლის ადამიანი, სულითა და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია, სხვებს, მაპატიეთ და, ლეიბზე წამოწოლილებს, ხალხის გარეშე გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და ქრისტეს ლაშქარს მიუძღვებოდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები