ტიკარაძე ექიმებს: ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეს არასდროს იქნება საკმარისი თქვენი ყველა დამსახურების აღსანიშნად

“ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეს არასდროს იქნება საკმარისი თქვენი ყველა დამსახურების აღსანიშნად”, – ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს.
მინისტრი კორონავირუსით მედპერსონალის დაინფიცირების ფაქტებს გამოეხმურა.
ტიკარაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შეხვდა.
„გამორიცხულია, ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულმა ჩვენგანმა სამადლობელი სიტყვები არ გითხრათ თქვენი დამსახურებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსაც, რომელიც დღეს არ არის დარბაზში და ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად – ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანსა და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში – თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდით არცერთ გამოწვევას. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და დღეს ვზეიმობთ ამ წარმატებას.
ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე – არა თქვენ დასაცავად, არამედ, პირიქით, კიდევ ერთხელ თქვენი გმირობის აღსანიშნად. მინდა, გამოვეხმაურო ამ კომენტარებს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც გავლილი გაქვთ არაერთი ტრენინგი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ თითოეული პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ – განხორციელებაში. პროტოკოლები არის დაყრდნობილი მსოფლიო პრაქტიკასა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხმრიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს. რა თქმა უნდა, ის, რომ თქვენ იყოთ დაცულები იმისათვის რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, არის ჩვენი, სამინისტროსა და მთავრობის ვალდებულება.
კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაგრძლებეთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მაგრამ მივიჩნევ, რომ ეს არასდოს იქნება საკმარისი ყველა იმ თქვენი დამსახურების აღსანიშნად, რომელიც გაქვთ“, – განაცხადა მინისტრმა ექიმებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები