არის თუ არა პანდემიის დროს ზღვაში ბანაობა უსაფრთხო?!

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გაჩნდა კითხვა – ქვეყანაში გავრცელებული პანდემიის დროს ზღვაში ბანაობა არის თუ არა უსაფრთხო?!

აღნიშნული კითხვით “რეგიონულმა კვირამ“ ეკოლოგიის ექსპერტს, კახა გუჩმანიძეს მიმართა. როგორც გუჩმანიძე განმარტავს, ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც გარუჯვა და ბანაობა სურს, ზღვის წყალი არანაირ საფრთხეს  წარმოადგენს.

“კოვიდ-19-ის თვალსაზრისით, ზოგადი კლინიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ზღვა უსაფრთხოა როგორც ტურისტებისთვის, ასევე –  ადგილობრივებისთვის. უბრალოდ, ამ დროს აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება. როგორც ცნობილია, დაინფიცირებული ადამიანები სუნთქვისას, საუბრისას, ხველების ან დაცემინებისას წარმოქმნიან ციცქნა რესპირატორულ წვეთებს, რომელთა საშუალებითაც ვირუსი ჰაერში ვრცელდება. რესპირატორული წვეთების დიდი ნაწილი, დაახლოებით, ერთი მეტრის მანძილზე დაბლა ეცემა. ადამიანები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ინფიცირებულებთან, ჰაერში გაშვებულ ვირუსს სწორედ ამ გზით იჭერენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ადამიანი რომ კორონავირუსით დაინფიცირდეს, უშუალოდ უნდა ჰქონდეს ახლო კონტაქტი Covid-19 -ით ინფიცირებულთან, ასე რომ, ყველაზე მინიმალური შანსია, ზღვაზე ბანაობისას ვირუსით დაავადდე, – განმარტა კახა გუჩმანიძემ.

​ცნობისთვის, აჭარაში მეოთხე დღეა, კორონავირუსზე ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის, ე.წ ცხელების კლინიკაში Covid-19 ზე 23 პირი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში კი 1400 ადამიანი იმყოფება.

 

ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები