მარინა ეზუგბაია: გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია

“გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კლინიკაში, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსისგან გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„ჩვენთან გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. 55 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინ დაგვემატა ორი გამოჯანმრთელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცენტრიდან 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გასული. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები