ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ადგილობრივების ტემპერატურის შემოწმება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქალაქში კორონავიურისის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

თერმოსკრინინგს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და სოფელში მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

” მოსახლეობა ამ ვითარებას გაგებით მოეკიდა. დავდივართ კარდაკარის პრინციპით, ქალაქსა და თუ სოფელში მოსახლეობას ვუტარებთ თერმოსკრინიგს, რა დროსაც ასობით ადგილობრივი უკვე შემოვამოწმეთ. ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომის მქონე მოქალაქე არ გამოვლენილა”, – განაცხადა ყვარლის საკრებულოს  თავმჯდომარე ნინო ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, კოვიდ 19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს 2 დღის წინ დაუდასტურდა. დაინფიცირებული 50 წლამდე ქალი მკურნალობას თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები