ავთანდილ უგრეხელიძე: ლეჩხუმელი ემიგრანტი ქალების დახმარებით 21 ოჯახი გავახარეთ

ლეჩხუმელი ემიგრანტი ქალები, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ადგილობრივების დახმარებას განაგრძობენ. როგორც “რეგიონულ კვირას” ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძენ განუცხადა, ემიგრანტების გვერდშიდგომით უკვე 21 ოჯახს დაეხმარნენ.
“ჩვენი ემიგრანტი ქალების დახმარებით 21 ოჯახისთვის სასურსათო პაკეტის შეძენა შევძელით, მინდა თანადგმისთვის მათ მადლობა გადავუხადო. მსგავსი აქციები, რომელსაც უახლოეს დღეებში განვახორციელებთ, კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა თემს მოიცავს”, – განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

ამჯერად დახმარება ქვედა ცაგერის, ჭალისთავისა და გვესოს შეჭირვებულმა მოსახლეობამ მიიღო. სასურსათო პაკეტების დარიგებაში ცაგერის მერთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები