ამირან გამყრელიძე: 32 პროცენტი  მთელი დადებითი შემთხვევებისა, რაც გვაქვს ქვეყანაში, მოდის ქვემო ქართლზე 

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში იმყოფებოდა, სადაც არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას გაეცნო.

მისივე თქმით, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების 32% ქვემო ქართლში ფიქსირდება.

“32% მთელი დადებითი შემთხვევებისა, რაც გვაქვს ქვეყანაში, მოდის ქვემო ქართლზე. 189 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვემო ქართლში. ძირითადი გამოწვევა არის, რომ ამ 3 რეგიონში ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვიზიანდა სამედიცინო პერსონალი. ეს დაზიანებები ძირითადად მაინც გამოწვეულია არა მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არამედ შემოტანილი, ასე ვთქვათ საოჯახო შემთხვევებიდან. რამდენიმე ასეული კონტაქტია ახლა სამივე მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს კვლევები. ბოლნისში უკვე, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა 107 პოზიტიური, იქ 1 000-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული. სამწუხაროდ, ბევრი ექიმი უკვე კარანტინშია გადაყვანილი, ან ინფიცირებულია, ასევე ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ ჩანაცვლება სჭირდება. აუცილებელია ეთნიკურ უმცირესობასთან უფრო მეტი მუშაობა და რაც მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები