საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 221-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 221-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 5260 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553 პირი. 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები