“ლევან იზორიამ ჩხოროწყუს საქველმოქმედო ფონდს სოლიდური თანხა შესწირა”
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არსებულ საქმელმოქმედო ფონდს წარმოშობით ჩხოროწყუელმა პოლიტიკოსმა ლევან იზორიამ, სოლიდური თანხა შესწირა”, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის ბიუროდან აცნობეს.
“საქველმოქმედო ფონდი, საქართველოს პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ინციატივით ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნა და დახმარებას უწევს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს. ფონდს ამ ეტაპისთვის 30-ზე მეტი შემომწირველი ჰყავს. ფონდმა დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს გაუწია.
ამ ეტაპზე ყველაზე დიდი თანხა ფონდში 30 000 ლარის ოდენობით, საქველმოქმედო ფონმა ,,ხარებამ” ჩარიცხა,
როგორც „ფონდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მაისის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 500 ოჯახისთვის დახმარების გაწევა. ასევე მოქმედებს ფონდის ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დახმარების საჭიროების შემთხვევაში დარეკოს”, – ნათქვამია განცხადებაში.