ამირან გამყრელიძე: თუ ამ ტემპით ვივლით და დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც სახელმწიფო იძლევა, აუცილებლად ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ ეპიდემიიდან

​”ხვალიდან კორონავირუსის შიდა გავრცელების მე-7 კვირაში შევდივართ, თუ დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც სახელმწიფო იძლევა, ამ ეპიდემიიდან ნაკლები დაზიანებით გამოვალთ”,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ბევრი დროული ღონისძიება გატარდა.

“ჩვენ პიკში შესული ვართ მე-6, მე-7, მე-8 კვირაა, ანუ შიდა გავრცელების დაწყებიდანვე, შიდა გავრცელება დაგვეწყო 22 მარტს, გადათვალეთ, ხვალ მთავრდება მე-6 კვირა, შევდივართ მე-7 კვირაში, მე-8 კვირაში. ყველა ქვეყანამ, სადაც კორონავირუსული ინფექცია ვითარდება, დაახლოებით ეს სცენარი გაიარა. ძალიან ბევრი და კარგი დროული ღონისძიებებით მაქსიმალურად შევაკავეთ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება.

მატება იქნება შემთხვევების, არ ველოდები, რომ ასეულობით ახალი შემთხვევა გვქონდეს. თუ ამ ტემპით ვივლით და დავიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც სახელმწიფო იძლევა, აუცილებლად ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ ეპიდემიიდან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები