საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 215-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევაა.
კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528 პირი. 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.