ხობის ჰოსპიტალში დეზინფექცია ჩატარდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ხობის ჰოსპიტალში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სამუშაო პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს, ადმინისტრაციულ შენობებს, ბიბლიოთეკებს, სასოფლო ამბულატორიებს, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სახელოვნებო დაწესებულებებს, ცოტნე დადიანის ქუჩას და ტროტუარს.
სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები