მამუკა სალუქვაძე: ამ კრიზისულ პერიოდში პრესტიჟული უნდა გავხადოთ ქართული პროდუქციის შეძენა
ურბანისტი მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ, ქვეყანაში კორონავირუსის გამო, შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ქართულ ბიზნესსა და წარმოებას გვერდში დგომა სჭირდება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ქართული პროდუქციის შეძენა პრესტიჟული უნდა გავხადოთ.
“ამ კრიზისულ და არაორდინალურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვერდში ამოვუდგეთ ქართულ ბიზნესს, ქართველ მეწარმეებს. ხარისხიანი ქართული პროდუქციის შეძენა ყველა ჩვენგანის მოვალეობა უნდა გახდეს, არათუ სურვილი. პრესტიჟული უნდა გავხადოთ ქართული პროდუქციის შეძენა და არა – ჩინურის, რუსულის, ვიეტნამურის, ლაოსურისა და სხვა”, – წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.