ვახტანგ თოფურია: პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს – დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ „ძალიან დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება აქვს“, მაშინ, როცა მხოლოდ ერთ წელიწადში, პოსტების გამო, 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს
პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს, – ამის შესახებ „ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე წერს.
თოფურია აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტს: „დაფიქრდი სანამ დაპოსტავ” და წერს, რომ შესაძლოა, ეს ყველაზე ტოტალიტარული პოსტი იყოს სოციალურ მედიაში.
როგორც ის აღნიშნავს, ბრიტანეთი აცხადებს, რომ „ძალიან დიდი ხანია, რაც სიტყვის თავისუფლება აქვს“, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში, მხოლოდ ერთ წელიწადში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.
„პედოფილების დამცველმა ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართულ არხებს.
შესაძლოა, ეს ყველაზე ტოტალიტარული პოსტი იყოს სოციალურ მედიაში, რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა ერთი შეხედვით „თავისუფალი“ ქვეყნის მთავრობის მიერ.
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აქვს სიტყვის თავისუფლება“, მაშინ, როცა მხოლოდ ერთ წელიწადში ტვიტების გამო 12 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.” – წერს თოფურია X-ზე.