განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა (EMIS) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელმძღვანელმა პირებმა, დიმიტრი ბერიძემ და დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს ხელი.
შეთანხმების ფარგლებში, მხარეები სიახლეების დანერგვასა და ერთობლივ პროექტებზე აბიტურიენტთა და სტუდენტთა ჩართულობისა და მათთვის ცოდნის გაზიარების მიზნით ითანამშრომლებენ.
აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის Microsoft Teams-ის მძლავრი საკომუნიკაციო ონლაინპლატფორმა იქნება გამოყენებული, რომლის მეშვეობითაც დისტანციური სწავლების პროცესი წარმატებით დაინერგა.
მხარეთა განცხადებით, რამდენიმე დღეში მასშტაბური სოციალური პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), პროექტის მონაწილე სატელეკომუნიკაციო ოპერატორ “სილქნეტთან” ერთად, სწორედ Microsoft Teams-ის მეშვეობით განახორციელებს.