საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, დაბა ქედაში, სოფელ ქოქოლეთის მახლობლად 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 17 საათსა და 18 წუთზე დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.