მოსკოვში ექიმ-სტუდენტებს კორონავირუსიან პაციენტებთან სამუშაოდ ეპატიჟებიან – ახალგაზრდებს 100 ათას რუსულ რუბლს გადაუხდიან

მოსკოვში, კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბების ზრდის პარალელურად, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას განიცდიან. სახელმწიფომ პრობლემის მოგვარება საავადმყოფოებში სამუშაოდ ექიმ-სტუდენტების მიწვევით გადაწყვიტა.

ახალგაზრდებს, მუშაობის სანაცვლოდ, ყოველთვიურად 100 ათას რუბლს (დაახლოებით, 1500 დოლარს) გადაუხდიან, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

აღინიშნება, რომ სტუდენტებს საავადმყოფოებში მუშაობის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ.

კორონავირუსთან მუშაობას ისინი ჯანდაცვის სამინისტროს უწყვეტი სამედიცინო სწავლების საიტზე გაივლიან.

მოსკოვის ხელმძღვანელობა სტუდენტებს, ასევე, სთავაზობს უფასო კვებასა და დაცვის ყველა საშუალებას.

საავადმყოფოებში სტუდენტების გაგზავნის განკარგულება ვლადიმერ პუტინმა 10 აპრილს გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები