სამხრეთ კორეაში საწყობში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში, ქალაქ იჩხონში მშენებარე საწყობში ხანძარს, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა, – წერს ადგილობრივი გაზეთი სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით.

ბოლო მონაცემით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 8 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის ჩაქრობა ცეცხლის გაჩენიდან 5 საათში მოხერხდა.

დამწვარია 11 ათასი კვ/მ ფართობი.

დაწყებულია გამოძიება, ადგილზე ქვეყნის პრემიერმინისტრი, ჩონ სე გიუნიც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები