ლევან რატიანი: კლინიკას დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკას დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
“ამ ეტაპზე, კლინაკაში 106 პაციენტი გვყავს, აქედან კორონავირუსი 81 ადამიანს აქვს დადასტურებული. დღეს კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, კოვიდ ვირუსის გარეშე. პირველადად გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტი და ველოდებით განმეორებითს.
კლინიკაში დადებითი დინამიკაა იმ მხრივ, რომ უარყოფითი კლინიკა არცერთ პაციენტთან არ ვლინდება. რეანიმაციაში 8 პაციენტი გვყავდა, 6 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ორი სპონტანურ სუნთქვაზეა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ზოგიერთ მათგანთან დადებითი დინამიკაა გამოხატული, გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნისთვის და იმედია, რომ ეს მალე განხორციელდება. ერთი ახალი პაციენტი მივიღეთ, როგორც საეჭვო შემთხვევა, ველოდებით კორონავირუსზე პასუხს, მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოს მოქალაქეა, სხვა ქვეყნიდან. დღითიდღე იზრდება ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა, რაც ძალიან გვახარებს”, – განაცხადა რატიანმა.