მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება
მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 4 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითი იყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ჯეოჰოსპიტალის” დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ლაბორატორიაში დღეს კიდევ რამდენიმე პირის ანალიზი გაიგზავნება.
„გუშინ მარნეულის კლინიკიდან 4 პირის საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, დღეს დილით მივიღეთ პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.
ცნობისთვის, ქვემო ქართლში ვირუსის 137 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, საკარანტინო სივრცეში 240 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 300-ზე მეტი პირია.