Amnesty International: პანდემიის პირობებში, რუსეთის მთავრობა ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რეპრესიულ ზომებს ბოროტად იყენებენ.

“აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობები COVID-19-ზე რეპრესიული და ძალადობრივი ზომებით რეაგირებენ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის მკვლევრების თქმით, ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში პანდემია ადამიანის უფლების დარღვევის ერთგვარი კარტ-ბლანშად იქცა. მაგალითად, ყაზახეთში “მთავრობა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კარებს კეტავს, რომ მაცხოვრებლების ბლოკირება მოხდეს”.

მთავრობები ხშირად მიმართავენ რეპრესიებს, რომ მათი მისამართით კრიტიკა ჩაახშონ.

ბელარუსში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში პოლიტიკური ლიდერები პანდემიის საფრთხე შეგნებულად ასუსტებდნენ და სახალხო მედიცინის საშუალებების პროპაგანდას ახდენდნენ.

მაგალითად, მარტის ბოლოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსადრე ლუკაშენკომ თქვა, რომ 100 გრამი არაყი, აბანოს სტუმრობა და ვარჯიში ნებისმიერ ვირუსს კლავს. ამ დრომდე არ აქვს მთავრობას ადამიანების დისტანცირებისთვის აუცილებელი ზომები შემოღებული.

თურქმენეთის პრეზიდენტი ვირუსს თითქმის არ ახსენებს, მან მოსახლეობას “გარმალას” მცენარის ფურცლების კვამლით ოთახების გაჟღენთვა ურჩია.

“რუსეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, ჟურნალისტები და მედიცინის მუშაკები მისცეს პასუხისგებაში, რომლებიც კორონავირუსზე რეაგირებაზე მთავრობის ნაკლოვანებებზე ღიად მიუთითებდნენ. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად, უზბეკეთმა, “ყალბი ახალი ამბების” გავრცელებისთვის ჯარიმა დააწესა”, – აღნიშნავს ორგანიზაციის მკვლევარი, ხეზა მაკგილი.

რაც შეეხება რუსეთს – ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი გამოვლინდა.

მაგალითად, მარტის ბოლოს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ჩეჩნეთში პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ადამიანებს, რომლებსაც ნიღაბი არ ეკეთათ.

რუსეთში ჯანდაცვის რეფორმამ, რომელსაც “ოპტიმიზაცია” უწოდეს, სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ამჟამად კი, დაცვის საშუალებების არარსებობის გამო, სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვნად ზარალდება.

ასევე, აღინიშნება, რომ პანდემიის ფონზე ხელისუფლების კრიტიკა მკაცრად კონტროლდება. ასე, მაგალითად, დამოუკიდებელი ორგანიზაციის “ექიმთა ალიანსის” თავმჯდომარე, ანასტასია ვასილიევა “ყალბი ინფორმაციის” გავრცელებისთვის დაკითხვაზე დაიბარეს. ქალი სამედიცინო მუშაკებს ხელისუფლების არაკომპეტენტურობის გამოაშკარავებისკენ მოუწოდებდა.

ზეწოლა განხორციელდა, ასევე, ჟურნალისტების მიმართ. ხელისუფლებამ “ნოვაია გაზეტას” ჩეჩნეთის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის შემცველი სტატიის წაშლა აიძულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები