რომის პაპი ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე: მშვიდობა დაუყოვნებლივ არის საჭირო

რომის პაპმა ლეო XIV-მ, ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს, მხარეებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პონტიფიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ „ცეცხლი სამუდამოდ უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი გათავისუფლდეს“.

მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები.

„საკმარისია ტერორი, ნგრევა და სიკვდილი წმინდა მიწაზე,“ – განაცხადა პაპმა და დაამატა, რომ ძალადობა და სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

Reuters-ის ცნობით, პონტიფიკოსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშვიდობისკენ მიმართულ რეალურ და შეუქცევად ნაბიჯებზე, რომლებიც საერთაშორისო ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

ვატიკანმა ბოლო თვეებში არაერთხელ გამოხატა შეშფოთება რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და მხარეებს მშვიდობიან მოლაპარაკებებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები