თურქეთში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების სერიული წარმოება დაიწყეს

სტამბოლში, კომპანია Arçelik-ის ფაბრიკაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების სერიული წარმოება და მათი ტესტირება დაიწყო.
აპარატები ოთხი მსხვილი კომპანიის:  Arçelik-ის, ASELSAN-ის, Baykar Makine-ისა და Biosys-ის 120 ინჟინრების მიერ შემუშავდა. პროექტ ქვეყნის ჯანდაცვისა და მრეწველობის სამინისტრო ხელმძღვანელობს.
საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მაისიდან მათი რიცხვი ორჯერ გაიზრდება, რადგან დღეში 250, ხოლო თვეში 5 ათასზე მეტი აპარატის წარმოება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები