სომხეთში კორონავირუსს უკვე 30 ადამიანი ემსხვერპლა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კროონავირუსის 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 1867 ინფიცირებულია, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
ასევე, გასულ 24 საათში ერთი ლეტალური შემთხვევაც გამოვლინდა და, ჯამურად, რესპუბლიკაში 30 გარდაცვლილია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას – ვირუსის დამარცხება 866 პირმა შეძლო.
სულ ჩატარებული ტესტების რაოდენობა 19 296 შეადგენს.
სომხეთში 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.