ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამბროლაურში სასურსათო მაღაზიები და ბაზრები დაათვალიერეს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ასლან საგანელიძემ ქალაქ ამბროლაურში არსებული სასურსათო მაღაზიები და ბაზრები დაათვალიერეს. ხელმძღვანელი პირები არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოვაჭრეებთან შეხვედრისას აღნიშნეს, თითოეული ჩვენგანის ვალია, გვერდით დაუდგეს ქვეყანას და თვითნებურად არ მოხდეს, შექმნილი ვითარების გამოყენებით, ფასების მატება.

მათივე თქმით, აუცილებელია, ფასები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები