30 აპრილს ტემპერატურა +29 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 28 აპრილს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს კი +22 გრადუსამდე მოიმატებს.