გორში სუფრასთან დაწყებული ქეიფი სისხლისღვრით დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში ურთიეთშელაპარაკების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში სუფრასთან მოხდა, სადაც რამდენიმე მეზობელი საქეიფოდ იყო შეკრებილი.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის, ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
“სასიკვდილო ჭრილობა არაა, ფეხშია დაჭრილი. მთვრალები იყვნენ და შეკამათდნენ, მერე გინება დაუწყეს ერთმანეთს და, საბოლოოდ, მოხდა ის, რომ სუფრის ერთი წევრი მეორემ დაჭრა. მიზეზი ნამდვილად არ ვიცით სოფელში. პოლიცია ამოვიდა და მუშაობდნენ მთელი ღამით”, –  განაცხდა ადგილობრივმა.
როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილითა და 236-ე მუხლის III – IV ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები