ქუთაისში აგრარული ბაზარი დღეიდან გაიხსნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას განაახლებს. საკოლმეურნეო ბაზარი გაიხსნება ქუთაისშიც, ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში ბაზრები ეტაპობრივად გაიხსნება.

“აგრარული ბაზრების მიმართულებით ვმუშაობთ და ქუთაისში დღეიდან უკვე გავხსნით ერთ-ერთ საკოლმეურნეო ბაზარს. მთლიანად იმერეთში ეტაპობრივად გავხსნით ბაზრებს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, აგრარული ბაზრების დროებით დაკეტვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების გამო გახდა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები