ბათუმში ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 40კგ ჰეროინი ამოიღეს
ბათუმში ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაცია ჩაატარეს. სპეცოპერაცია 7 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად ამოღებულ იქნა 40 კგ ჰეროინი. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონს დოლარს აჭარბებს. ამის შესახებ ბათუმში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა ჭელიძის თქმით, გამოძიება სხვა პირების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის შედეგად, ბულგარეთის ორი მოქალაქეა დაკავებული.