ლევან ნიკოლეიშვილი: მეტი რა უნდა გითხრათ კორონასთან მებრძოლმა ექიმმა ღვარძლიან და მავნებელ სექტას – „ბოდიში თუ იმედები გაგიცრუეთ, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ არისო”

“მეტი რა უნდა გითხრათ კორონასთან მებრძოლმა ამ ომის მართლა გენერლებმა – ექიმმა და ექიმებმა ღვარძლიან და მავნებელ სექტას: „ბოდიში თუ იმედები გაგიცრუეთ, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ არისო”,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გრძელდება ქილიკი, კრიტიკა, გესლი ექიმებზე, ხელისუფლებაზე და ხალხზე. “მოკლედ, ყველა ეზიზღებათ, ვინც „ნაცი” არა არის, ვინც სააკაშვილზე არ ლოცულობს”.

„გრძელდება ქილიკი, კრიტიკა, გესლი ექიმებზე, ხელისუფლებაზე და ხალხზე. მოკლედ ყველა ეზიზღებათ, ვინც „ნაცი” არა არის, ვინც სააკაშვილზე არ ლოცულობს. არა, ამათ არ უყვართ ეს ქვეყანა, ამათ დაქცევა უფრო აწყობთ, ვიდრე შენება და განვითარება, იქნებ ვინმემ მითხრას მტრობა სხვა რა არის თუ არა გვარამიას და მისი მავნებელი სექტის ქმედება. მეტი რა უნდა გითხრათ კორონასთან მებრძოლმა ამ ომის მართლა გენერლებმა – ექიმმა და ექიმებმა ღვარძლიან და მავნებელ სექტას: „ბოდიში თუ იმედები გაგიცრუეთ, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ არისო.” გეთანხმებით, ეს ამათ გაუცრუეთ იმედები, სახელმწიფოს და ხალხს კი პირიქით, იმედიც მიეცით და მადლობასაც გიხდით, რომ ჩვენთვის იბრძვით და მალე გამარჯვებასაც გვაზეიმებთ”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები