კახეთში ცხვრის გადარეკვა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით შესრულდება (ვიდეო)
კახეთში ცხვრის გადარეკვის სეზონი 1 მაისს გაიხსნება. სეზონის გახსნამდე, ვეტერინარულ ზედამხედველობის პუნქტებში პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება მიმდინარეობს. დღეს ერთ-ერთ ვეტერინარულ პუნქტს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ეწვია და მიმდინარე სამუშაობს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რეგიონისთვის მეცხვარეობის დარგს ეკონოკიკური სექტორის მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
„წელს ცხვრის გადაყვანა ზამთრის საძოვრებიდან საფხულის საძოვრებზე ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უპრობლემოდ მოხდება. მეცხვარეობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. ჩვენს მხარეში და მთელი რიგი თემებისათვის ისტორიული სექტორიც გახლავთ სამეურნეო საქმიანობაში’’ -განაცხადა ქადაგიშვილმა.
მიმდინარე წელს, თუშეთს საძოვრებზე დაახლოებით 40 000 სული ცხვრის გადაყვანა მოხდება, ხოლო სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით 280 000 სულ ცხვარს გადაიყვანენ.
2019 წლის მონაცემებით, კახეთიდან 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 1კგ. გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს.