პაატა იმნაძე: მარტო ტესტების იმედზე რომ ვიყოთ და ბევრი პაციენტი გვეპარებოდეს, საქართველოს საავადმყოფოები სავსე იქნება პაციენტებით

“ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ და რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები პაციენტებით უკვე სავსე იქნება”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი მაჩვენებლით ქვეყანაში ვირუსის ფართო გავრცელება არ არის.

„ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით. საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევენ პნევმონიის მქონე ავადმყოფებს. ზოგიერთმა არ იცის ეს, მაგრამ ვინც ერკვევა იმან მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ რამდენიმე თვე გვქონდა ქვეყანაში ე.წ. სენტინელური ზედამხედველობის მეთოდი, რომელიც მუდმივად ტარდება ქვეყანაში გრიპის მაგვარი დაავადებებისათვის და რომელიც ზამთრიდან მოყოლებული, 22 სხვადასხვა ვირუსზე იტესტება, პლიუს კორონავირუსები. არცერთ ამ ადგილში კორონავირუსი არ გამოჩენილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ემატება სხვა ინდიკატორები, რაც შეეხება პნევმონიებს, რაც შეეხება მძიმე, მწვავე რესპირაციულ სინდრომებს ქვეყანაში, ანუ არცერთი მაჩვენებლით ქვეყანაში დღეს, ჩვენ ფართო გავრცელება არ გვაქვს“, – განმარტა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები