მარნეულის კლინიკა “ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსის სიმპტომებით, 4 პაციენტი შეიყვანეს
მარნეულში,კლინიკა “ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსის სიმპტომებით, 4 პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას ” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.
“გუშინ ღამის და დღეს დილის განმავლობაში 4პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. დღეს იქნება ნიმუშები აღებული და გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი”,-განაცხადა ტატა შენგელაიამ.
ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.