შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის აგრარული ბაზრები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული,-  აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

რეგიონის პირველი პირი მუნიციპალიტეტებში არსებულ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად განუმარტა ყველა ის კრიტერიუმი , რომელთა დაცვის შედეგად აგარარულ ბაზრებს მუშაობის აღდგენის საშუალება მიეცემათ.

“ამ კვირის განმავლობაში შევხვდი აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს. მათ კიდევ ერთხელ განვუმარტე ის რეგულაციები, რაც აგრარულ ბაზრებთან მიმართებაშია სახელმწიფოს მიერ დაწესებული, ასევე , დავუფიქსირე მზაობა იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ და ინტერესი იმისთვის, რომ რეგიონში რაც შეიძლება დროულად გაიხსნას აგრარული ბაზრები. ეს მათზეა დამოკიდებული, მათ აქვთ გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი, რომ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები , რომელიც სახელწიფოს მხრიდან არის დაწესებული“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები