გია აბაშიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე: მაქსიმუმია, რაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა, ყოფილიყო

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში ნათქვამის აღქმა საკმაოდ რთულია არაერთისათვის. ამიტომ შევაჯამებ პრემიერ გახარიას და “ქართული ოცნების” უმაგრესი გუნდისა და სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დახმარების იმ ოპტიმალური პაკეტს, რომელიც მაქსიმუმია, რაც ამ ვითარებაში შეიძლებოდა, ყოფილიყო. მადლობა როგორც მათ, ასევე უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც მათთვის ამ მძიმე პერიოდში საქართველოს გვერდში დაუდგნენ.
ხაზგასასმელია, რომ აშშ-მ, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს, დაზარალებულ მოქალაქეებს $1200 გამოუყო თავის გასატანად.
საქართველომ კი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, მოახერხა და დაზარალებულ მოქალაქეებს 1200-ლარიან დახმარებას გამოუყოფს. პროდუქტების ფასებით ამერიკას რომ ჩამოვრჩებით, ეგ საყოველთაოდ ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ორთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, საერთაშორისო პარტნიორებისგან ქვეყნის ეკონომიკისთვის $3 მილიარდის ფინანსური რესურსის მობილიზება მოხდა, საიდანაც სახელმწიფო მიიღებს 1.5 მლრდ. დოლარს, ხოლო კერძო სექტორს ექნება შესაძლებლობა მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს 1.5 მლრდ. დოლარამდე ფინანსური რესურსი.
I ეტაპი. ზრუნვა მოქალაქეებზე:
• მოქალაქეებს 3 თვის კომუნალური გადასახადი დაუფინანსდათ – ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ხარჯების დაფარვა – ელექტროენერგიის საფასური დაეფარა – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ბუნებრივი აირი 670 ათასზე მეტ ოჯახს. ბიუჯეტი – 150 მლნ. ლარი.)
• სახელმწიფომ დააზღვია, რომ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე არ გაზრდილიყო ფასი. ბიუჯეტი 15 მლნ. ლარი
• მოქალაქეებს მიეცათ სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა – 600 000 მსესხებელს.
• საკარანტინო ზონებად გამოყენებულ სასტუმროებში სამუშაო ადგილების შენარჩუნება – ტურისტული სექტორისათვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად 7000 ადამიანს შეუნარჩუნდა სამსახური, მოქალაქეები კი განთავსდნენ კომფორტულ და უსაფრთხო სივრცეებში.

ზრუნვა ეკონომიკაზე:

• ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს ქონების და საშემოსავლო გადასახადი 3 თვით 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდა; ბიუჯეტი – 100 მლნ. ლარი (5500 განაცხადი/4500 გადაუვადდა/ გადავადდა 90 მლნ. ლარი)
• მცირე სასტუმროებს შესაძლებლობა მიეცათ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებით ისარგებლონ 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები 2020 წლის 1 აპრილიდან იღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას; ბიუჯეტი – 10 მლნ. ლარი (850 აქტიური განაცხადი პროცენტის სუბსიდირებაზე).
• ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების გადასახადის 90-დღიანი ვადა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაუვადდათ. ბიუჯეტი – 50 მლნ. ლარი (სარგებელი მიიღო 38 000 იმპორტიორმა).
• იურიდიულ პირს, რომელსაც შეექმნა საბანკო სესხის მომსახურების გადახდის პრობლემა, შესაძლებლობა მიეცა მარტივად მოახდინოს სესხის რესტრუქტურიზაცია (ისარგებლა 7000 იურიდიულმა პირმა).
• მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფომ დააზღვია, რომ კომპანიებს არ გაეზარდოთ სამშენებლო მასალებზე ხარჯი (ბიუჯეტი – 200 მლნ. ლარი.)
საერთაშორისო პარტნიორების დახმარება.

II ეტაპი. ზრუნვა მოქალაქეებზე – მიზნობრივი სოციალური დახმარება:
• დაქირავებული დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში ანუ თვეში 200 ლარს.
• ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას. 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
• არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – 300 ლარს.
• 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ: ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდე ფარგლებშია, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100.000-მდე ფარგლებშია და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შშმ ბავშვები.
• პენსიების ინდექსაცია 2021 წლის იანვრიდან. ინფლაციისა და ეკონონომიკური ზრდის პარამეტრების მიუხედავად, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70წ+ პენსიონერებისათვის 25 ლარზე ნაკლები.

ზრუნვა კერძო სექტორზე – დახმარება მეწარმეებს:

• ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება – წელს ბიზნესი დამატებით მიიღებს 600 მილიონ ლარს.
• კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 ლარის გრძელვადიანი რესურსი.
• ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ. ლარი, მათ შორის:
– საკრედიტო-საგარანტიო სქემა
– ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში – თანადაფინანსების პირობებში, კერძოდ:
– სესხის/(ლიზინგის) თანადაფინანსების პერიოდის 24-დან 36 თვემდე გაზრდა.
– საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმის ცვლილება.
– საქმიანობის სახეობათა ზრდა.
– სესხის/(ლიზინგის) მინიმალური ზღვრის დაწევა
– საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შემოღება (80%-მდე)
– კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი

განსაკუთრებული ზრუნვა სოფელზე:
• ცვლილებები მცირე მეწარმეობის განვითარების საგრანტო კომპონენტში.
• ცვლილებები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში.
• სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერა.
• მიწის სისტემური რეგისტრაციის დაჩქარება – 3 წლის განმავლობაში მოხდება 1,2 მილიონზე მეტ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია.
• ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოსტ-კრიზისული გეგმის შემუშავებაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან, ბიზნესთან, საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან.

შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმა კი გულისხმობს შემდეგს:
• შეზღუდვების მოხსნა და ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის დაშვება მოხდება ეტაპობრივად. ეტაპებს შორის პერიოდი იქნება საშუალოდ 2 კვირა.
• წინაპირობაა ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების ტენდენციის არსებობა ან ისეთი ვითარება, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას დროის გარკვეულ მონაკვეთში, რათა გამოირიცხოს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა.
• თუ ცალკეულ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნას მოყვება ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესება, მოხდება მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება და შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ან სულ მცირე, შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპზე გადასვლის გადავადება.
• პირველი ეტაპის დაწყება იგეგმება 27 აპრილიდან იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.️
თუ ზედმიწევნით შევასრულებთ არსებულ წესებს, მალე დავუბრუნდებით თავისუფლებას“- წერს აბაშიძე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები