სამეგრელო-ზემო სვანეთიდან გაგზავნილი 9-ვე ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაგზავნილი 9-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ამჟამად, სამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში, ამ დროისთვის, 190 – პირი იმყოფება, 853 – ადამიანს კი თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო, ზედამხედველობა მოეხსნა. რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს – აქ 92 ადამიანია განთავსებული.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.