არჩილ თალაკვაძე: ანტიკრიზისული გეგმით ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა
„ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით მოვიგეთ დრო კოვიდინფექციის შეკავების პროცესში და გამოვიყენეთ სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმისა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმის მოსამზადებლად – ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარია ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.
„პრემიერმინისტრმა წარადგინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ასევე, წარადგინა ეკონომიკური აქტივობების აღდგენის გეგმა. მართლაც აღსანიშნავია, რომ იყო კარგი კოორდინაცია და კარგი თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის საერთო ამოცანების გარშემო. ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით ჩვენ მოვიგეთ დრო კოვიდინფექციის შეკავების პროცესში და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმა. ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ჩვენს პარტნიორებს სწორედ საერთო ძალისხმევით მოხერხდა ამ ნაბიჯების გადადგმა და ამ გეგმის შემუშავება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.