ორშაბათსა და სამშაბათს მოქალაქეებს რეგისტრაციის ადგილებზე დაბრუნების საშუალება ექნებათ
“ორშაბათსა და სამშაბათს მოქალაქეებს რეგისტრაციის ადგილებზე დაბრუნების საშუალება ექნებათ”, – ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ორ დღეს ექნებათ საშუალება, გაყოფილი ოჯახები დაუბრუნდნენ ერთმანეთს და სამუშაოებს, რადგან ეს დისკომფორტი მოიხსნას. თუმცა საქალაქთაშორისო მოძრაობა არ აღდგება ამ დღეების შემდეგ”, – აღნიშნა პრემიერმა.