მარნეულიდან სადისტრიბუციო კომპანია სოფლის მეურნეობის ტონობით პროდუქტს გაიტანს

“მარნეულიდან სადისტრიბუციო კომპანიამ პროდუქტი 13 და 10 ტონიანი მანქანებით გაიტანა”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. რწმუნებულის თქმით, 100 ტონაზე მეტი პროდუქტი უკვე გატანილია და ასე გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც.

“მოგეხსენებათ, რომ არიან მშრომელი ხალხი და არის უხვი მოსავალი. მინდა, ობიექტურად აგიხსნათ და საზოგადოებამ იცოდეს, ლოგიკურად შევხედოთ, მსხვილი მარკეტებიც კი დაკეტილია, რესტორნული და ტურისტული სერვისები და ინფრასტრუქტურა აღარ მუშაობს და, ბუნებრივია, ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება შემცირდა.
მიუხედავად ამისა, სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გაიტანა ხუთი დიდი მოცულობის 13-10-ტონიანი მანქანებით პროდუქცია. M2 ტრანზიტული გადაზიდვა გავაკეთეთ ავტომობილებით, დიდი მოცულობის მანქანაც იყო და ჩვენი ძალებითა და დისტრიბუციით ისე, რომ მძღოლებს გარეთ კავშირი არ ჰქონოდათ”, -განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები