გორის მერიის თანამშრომლებმა StopCoV ფონდში 26 257 ლარი გადარიცხეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს წევრებმა “ქართული ოცნებიდან” და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 26 257 ლარი გადარიცხეს. აღნიშნული შემოწირულობითვის თანხა საჯარო მოხელებმა აპრილის თვის ხელფასებიდან გაიღეს.

StopCoV ფონდში შეგროვილი თანხა, პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებებისა და აუცილებლობებით გამოწვეულ ხარჯებს დაფარავს.

ფონდში შენატანების ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ნებისმიერი მსურველს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები