მარნეულის კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით 7 პაციენტი შეიყვანეს
მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსის სიმპტომებით 7 პაციენტი შეიყვანეს, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ლუგარის გუშინ გადაიგზავნა ერთი პირის საკვლევი მასალა და ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
“დღეს, პირველი საათის მონაცემებით, კლინიკაში გვყავს 7 პაციენტი. საკვლევი მასალა უკვე აღებული გვაქვს და ველოდებით, როდის გადაიგზავნება. სავარაუდოდ, პასუხი ხვალ, დღის პირველ ნახევარში გვეცოდინება”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა.