ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პირი დატოვებს
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკას Covid19-ზე მკურნალობის შემდეგ სამი გამოჯანმრთელებული დატოვებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განუცხადა.
“გვიწევს 24 პაციენტი, მათგან სამი დატოვებს კლინიკას, ველოდებით ორ პაციენტს თერჯოლის სოფელ ღვანკითიდან, ქალსა და მამაკაცს, როგორც გადმოცემით ვიცი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს. სულ კლინიკა 12-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.