აშშ-ის მეცნიერები: კორონავირუსი მაღალ ტემპერატურაზე ადაპტირებული არ არის – ზაფხულში მისი გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდება

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ COVID-19 ნაკლებად მდგრადია ცხელ და ტენიან კლიმატში, ვიდრე – მშრალსა და ცივში, შესაბამისად, ზაფხულის სეზონზე ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე ბილ ბრაიანმა განაცხადა.

როგორც მან თქვა, კვლევის დროს ყველაზე მეტად რამაც გააოცა იყო ის, თუ როგორი გავლენა აქვს ვირუსზე მზის სხივს, რომელიც მას ანადგურებს – როგორც ზედაპირზე, ისე – ჰაერში. მისივე თქმით, ანალოგიურ ეფექტს აკვირდებოდნენ მაღალ ტემპერატურასა და ტენიანობასთან მიმართებით, როდესაც ერთის და მეორეს მატება, როგორც წესი, ვირუსს ნაკლებად სასიკეთო პირობებს ქმნიდა.

ბრაიანის თქმით, “21-23 გრადუსის, 20%-ანი ტენიანობისა და მზის სხივების არარსებობის პირობებში, ვირუსი ნერწყვზე 18 საათის განმავლობაში რჩება; იგივე პირობებში, მაგრამ 80% ტენიანობის დროს, ის 6 საათში ქრება. 35 გრადუსის დროს და 80% ტენიანობის პირობებში ის 1 საათში ქრება, და 21-23 გრადუსის, 80%-ანი ტენიანობის დროს (ზაფხული პერიოდში) – ვირუსი 2 წუთში ქრება”.

რაც შეეხება ჰაერში ვირუსის არსებობას – ბრაიანი ამბობს, რომ 21-23 გრადუსის, 20% ტენიანობის პირობებსა და მზის სხივების გარეშე ვირუსი 60 წუთის განმავლობაში რჩება, ხოლო იმავე პირობებში  მაგრამ ზაფხულში, მზიანი ამინდის დროს, დაახლოებით  1,5 წუთი.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, კვლევის შედეგების ფრთხილი ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები