პესკოვი: უკრაინის წინააღმდეგ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრო პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს.

„ვისურვებდი, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ის შეიძლება დასრულდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი მიაღწევს იმ მიზნებს, რაც თავიდანვე დასახეს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, მოსკოვს, სავარაუდოდ, ომის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით დასრულება სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები