რატი იონათამიშვილი: ჩვენი ინტერესია, რომ კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს არჩევნები

„ჩვენი ინტერესია, რომ კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალები, ვინც ამ თემით საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ცდილობს, თვითონვე არიან დაინტერესებულნი, რომ არჩევნები დადგენილ ვადებში არ ჩატარდეს.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველო ღირსეულად გამოვა იმ საფრთხიდან, რასაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია და ამის შემდეგ, ცხადია, კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება არჩევნები. ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო თარიღის გადადებასთან დაკავშირებით ცდილობენ, საზოგადოებაში გარკვეული დისონანსი შეიტანონ, თვითონ არიან დაინტერესებულნი, რომ ეს მოხდეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები