საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანია გამოჯანმრთელებული, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.