საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში 58.6 %-ით შემცირდა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში ქვეყანაში 209,000 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წელთან შედარებით 58.6%-თ ნაკლებია.

ოფიციალური ინფორმაციით, 68%-ით შემცირდა საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო სახმელეთო გზით 55% ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა.

მარტში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს. ვიზიტორების ოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

1. აზერბაიჯანი – 43 437 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -62,9% ;
2. თურქეთი – 41 121 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -45,4% ;
3. რუსეთი – 32 981 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -66,5% ;
4. სომხეთი – 32 798 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -61,1% ;
5. საქართველო (არარეზიდენტი) – 19 410 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -49,5% ;
6. უკრაინა – 7 805 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -40,3% ;
7. ისრაელი – 3 620 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -65,9% ;
8. პოლონეთი – 2 502 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -9,6% ;
9. ყაზახეთი – 1 810 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -62,5% ;
10. ბელარუსი – 1 685 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -40,5% ;
11. გერმანია – 1 666 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -45,7% ;
12. ინდოეთი – 1 336 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -74,7% ;
13. აშშ – 1 117 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -51,0% ;
14. გაერთიანებული სამეფო – 1 117 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -42,5% ;
15. ლიტვა – 1 096 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -18,0%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები