საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე # stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.
ცნობისთვის, 420 ადამიანიდან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.