ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსისგან 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
“დღეს დილისთვის ჩვენ გვქონდა 8 375 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა ღრმა ეპიდემიოლოგიურ შესწავლასა და ტესტირებას ოქროს სტანდარტით, ე.წ. პისიარ მეთოდით. ასეთი ტესტი ჩატარდა 8 888 დღეს დილამდე და გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევებისა. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა 105 ადამიანი. სამწუხაროდ, 5 გარდაცვალების შემთხვევაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.