აპლიკაცია „ტელეგრამში” StopCoV.ge-ის სპეციალური ქართულენოვანი არხიც ამოქმედდა

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის, StopCoV.ge-ის სიახლეების მიღება მომხმარებელს აპლიკაცია ტელეგრამის არხით ქართულ ენაზეც შეეძლება.

StopCoV.ge-ის სპეციალური ინგლისურენოვანი ტელეგრამ-არხის შემდეგ, დღეიდან ფუნქციონირებს ქართულენოვანი არხიც – https://t.me/StopCoVge.

აპლიკაცია ტელეგრამის მომხმარებლები შეძლებენ, ახალი არხის მეშვეობით როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე სრული ინფორმაცია მიიღონ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები